logo_geo
eng_logo
„ბრექსითის“ საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს COVID-19 დაუდასტურდა
- +

19 მარტი. 2020. 17:36

 

 

„ბრექსითის“ საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე თავად გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია.

 

ბარნიე აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და იზოლირებულია.

 

„გაცნობებთ, რომ COVID-19-ზე გავიარე ტესტირება და ინფიცირებული ვარ. კარგ განწყობაზე ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ. ვიცავ ყველა რეკომენდაციას და ვარ იზოლირებული. ამას ერთად გადავლახავთ“, - წერს ბარნიე.

 

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 200 ათასზე მეტია, გარდაცვლილია 8 ათასი. რაც შეეხება საქართველოს, 19 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner