logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ჩვენს ქვეყანაში უფრო კარგად იციან, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ვიდრე ქვეყნის გარეთ
- +

ავტორი ანა ფერაძე

14 ივნისი. 2016. 18:04


 

       საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე „რეპორტიორთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, მის სასჯელზე გავლენას არ იქონიებს.


„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ განაჩენს არ ეხება. ბუნებრივია, განაჩენი ამ გადაწყვეტილებით არ შეიცვლება.

 

ჩვენს ქვეყანაში უფრო კარგად იციან, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ვიდრე ქვეყნის გარეთ.

 

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივროს, მაგრამ რომც არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ეს ვანო მერაბიშვილის სასჯელზე გავლენას არ მოახდენს", - აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner