ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ის ტუტუცები დამენახეთ, პატრიარქის ამ ქადაგებას რომ აქილიკებდით... დღეს კი, დაზაფრულები, ტუალეტის ქაღალდებს და პროდუქტებს ყიდულობთ, პანიკაში მყოფები! ტუალეტის ქაღალდს კი არა, იქნებ ამჯერად მაინც, სარწმუნოებას დაეწაფოთ, ზნეობისკენ შემობრუნდეთ და მოინანიოთ თქვენი ლიბერასტული ხუშტურები? სწორედ თქვენი უზნეობის და უღმერთობის შედეგია ეს განსაცდელი, რაც მსოფლიოს აზანზარებს! მოფერება და დაყვავება თქვენზე არ ჭრის, თქვე მართლა ლიბერასტებო! თქვენ ღმერთი მხოლოდ, კორონავირუსის, მეტეორის და მიწისძვრების ენით დაგელაპარაკებათ, ამიერიდან! აააააა, იგრძენით საფრთხე? აწკმუტუნდით? გგონიათ, ორმოში ჯდომით გადაურჩებით ღვთისგან მოვლენილ განსაცდელებს? თავზე დაგემხობათ თქვენი ურწმუნოება!“ - წერს ზაზა დავითაია