logo_geo
eng_logo
ალეკო ჩუბინიძე: მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა!
- +

14 ივნისი. 2016. 18:06



ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ჩუბინიძის აზრით, დღეს არ არსებობს არანაირი დისკრიმინაცია და შეზღუდვა მედიასაშუალებებს შორის.


დიდი ხანია რესპონდენტისთვის შეკითხვა არ დამისვამს...

 

გავიხსენე, საჯარო შეხვედრაზე შეკითხვა ბოლოს შევარდნაძეს დავუსვი 2002 წელს.

 

ოდა, დღეს, ამდენი წლის შემდეგ, ზუსტად ისეთი ღელვა დამეუფლა, როგორც 19 წლის დამწყებ ჟურნალისტს, როდესაც მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის საჯარო შეხვედრაზე ჩემს კარიერაში პირველი კითხვა დავუსვი...

 

მიხედავად იმისა, რომ ივანიშვილს მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააჩნია, რომელთაგან ზოგიერთი მართებულია, ზოგიერთი საკამათო, ზოგიერთი კი ძალიან საკამათო, სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ დღეს ექს-პრემიერს ყველა ეკითხებოდა იმას, რაც აინტერესებდა და არავითარი შეზღუდვა ან დისკრიმინაცია მედიასაშუალებებს შორის...

 

მახსოვს, ერთხელ შევარდნაძეს ორშაბათის ერთ-ერთ ტრადიციულ ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს, სახელმწიფოს მართვაში ნათელმხილველებს თუ იყენებთო...

 

მიუხედავად ერთი შეხედვით კომიკური შინაარსისა, დემოკრატიულ ქვეყანაში, არსებობის უფლება ამ კითხვასაც ჩვეულებრივად აქვს..

 

მახსოვს აგრეთვე სააკაშვილთან ან მერაბიშვილთან ინტერვიუზე მყოფი ზოგიერთი ჟურნალისტი, წინასწარ დალაგებულ-დავარცხნილი კითხვებით... ისიც მახსოვს, პირველივე თავისუფალ შეკითხვას, თავისი საპრეზიდენტო კარიერის მიწურულს, ავლაბრის რეზიდენციის საკონფერენციო დარბაზიდან მიშა როგორ საჯაროდ გაექცა...

 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იდეალური მდგომარეობა არაა და სავარაუდოდ ამ დონემდე მისვლამდე კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველო მართლა ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში...

 

P.S. საერთოდ, მე მგონი, ცუდი ფორმატი არ იქნებოდა, რომ ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, თუნდაც თვეში ერთხელ, გამოყოს 2 საათი მსგავსი ფორმატის შეხვედრებისთვის სტაბილურად... მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან კონტაქტს არ გაურბის, ეს ფორმატი კიდევ უფრო ეფექტური იქნება იმისათვის, რომ საზოგადოებამ კონკრეტულ საკითხებზე მთავრობის მიდგომა და ხედვა უკეთ გაიცნოს..." - წერს ალეკო ჩუბინიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner