logo_geo
eng_logo
ადამ კინზინგერი: ახლა სახლში იმიტომ სხედხართ, რომ ჩინეთმა ვირუსის შესახებ ინფორმაცია დამალა
- +

19 მარტი. 2020. 20:14

 

 

“სახლში იმიტომ სხედხართ, რომ ჩინეთმა ვირუსის შესახებ ინფორმაცია დამალა, - ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა.

 

 

„ყოველდღიური შეხსენება: ახლა სახლში იმიტომ სხედხართ, რომ ჩინეთმა ვირუსის შესახებ ინფორმაცია დამალა. ჩინეთი თვეების განმავლობაში მალავდა ამ ვირუსს და დაუშვა, რომ მის ხალხს ემოგზაურა. ჩინეთს არ აქვს უფლება იყოს აღშფოთებული და შეურაცხყოფილი და მან ამისთვის საფასური უნდა გადაიხადოს“, - დაწერა კონგრესმენმა Twitter-ზე.

 

 

 

17 მარტს ჩინეთის ხელისუფლებამ აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ დონალდ ტრამპმა კორონავირუსი COVID-19 ჩინურ ვირუსად მოიხსენია.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ დაუშვებელია ამგვარი სტიგმატიზაციის გავრცელება.

 

 

 

„აშშ-მა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ჩინეთის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა.

 

 

 

17 მარტს გამოქვეყნებულ ტვიტში დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ „აშშ-ის ხელისუფლება დაეხმარება ყველა იმ ინდუსტრიას, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა ჩინური ვირუსის გამო“.

 

 

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner