მისი მეგობარი, მანანა კუბლაშვილი გარდაცვლილის შესახებ საუბრობს.
“ერთმანეთს. ბათუმში რამდენიმე დღით მის სახლშიც ვცხოვრობდი, როდესაც ჩემს ქალიშვილის (საოპერო მომღერალია) იქ სპექტაკლი ჰქონდა. ქალბატონ გულნარას 3 ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსი გოგონა სტუდენტი გახლდათ, თურქეთში სწავლობდა და იქ გარდაიცვალა, ავარიით - ავტობუსი გადაბრუნდა და იქ მოჰყვა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. შვილის სიკვდილი ძალიან განიცადა, საჭმელზე, ექიმზე უარი თქვა - სიკვდილი სწყუროდა. ფაქტობრივად, ლოგინად ჩავარდა და ამის გამო ვერ მიხედა თავის საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს. გაკოტრდა და ვალები დაედო.
წლებმა მისი ტკივილი ვერ მოაშუშა. გამუდმებით გარდაცვლილ შვილზე ფიქრობდა, განიცდიდა, მაგრამ პარალელურად დარჩენილ ორ შვილზეც ზრუნავდა, ვალებიც პირნათლად გაისტუმრა.
20 წელზე მატია, რაც ემიგრანტია, ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა, წელშიც გაიმართა. აქაური პენსიაც დაუნიშნეს და საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფილიყო, მაგრამ ურჩიეს, რომ იმ ქრონიკული დაავადებეზე ემკურნალა ბარემ და ისე დაბრუნებულიყო საქართველოში.
ამის შემდეგ გადაწყვიტა, 1-2 წელი დარჩენილიყო, რომ ექიმებთან ევლო და ჯანმრთელობა გაეუმჯობესებინა, მაგრამ ახლა ეს კორონავირუსი დაემთხვა და სამწუხაროდ, ვერ გადაიტანა. ძალიან განვიცადე, სიცოცხლით სავსე ქალი იყო, ასაკიც არ ეტყობოდა და როცა უკვე თავის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო და მათთან ყოფნით გაეხარა, სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა თუ ჯანმრთელობამ.
ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას... „ამ სამყაროში ყველაზე მძიმე, ყველაზე საშინელი გზა შვილის საფლავისკენ მიმავალი დედის გზაა" - წერს ფეისბუქში ქალბატონი გულნარა.