logo_geo
eng_logo
სამინისტროს მიერ შეძენილმა სახლმა ესპანეთში სამუშაოდ წასული დევნილი სამშობლოში დააბრუნა
- +

14 ივნისი. 2016. 18:07



დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა ბოლნისის  მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.


მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ არმაზ ჩხეტიანის 5-სულიან ოჯახს ესტუმრა.  ჩხეტიანების ოჯახმა ოჩამჩირეში მშობლიური სახლის დატოვების შემდგომ, საცხოვრებელი ადგილი 7-ჯერ შეიცვალა, თუმცა, საკუთრება არასდროს ჰქონიათ. გასულ წელს, სამინისტრომ ჩხეტიანების ოჯახისთვის ბოლნისში, თამარ მეფის ქუჩაზე 21 000 ლარად სახლი შეისყიდა. საცხოვრებელი ფართი დევნილებმა თავისი სურვილის შესაბამისად შეარჩიეს.  არმაზ ჩხეტიანის ვაჟიშვილი  სამუშაოდ ესპანეთში იყო წასული, სამინისტროს მიერ სახლის შესყიდვის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და ახალ სახლში მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს.


მინისტრმა მურღვლიანების 4-სულიანი ოჯახიც მოინახულა. გოჩა მურღვლიანმა ბანკში აღებული სესხის საშუალებით, ბოლნისში სოხუმის ქუჩაზე სახლი შეისყიდა. სამსახურის  დაკარგვის შემდგომ, გოჩა მურღვლიანი სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებდა და სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მურღვლიანების ოჯახი 21 000 ლარით დააფინანსა, რაც მათ სესხის სრულად დაფარვაში დაეხმარა.


„სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ  ქვემო ქართლის რეგიონში 200-მდე  სახლი შეიძინა,  მხოლოდ 2016 წელს კი,  უკვე 26 სახლია შესყიდული.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner