თქვენ გგონიათ, თანამედროვე მამაკაცებს დაოჯახების იმიტომ ეშინიათ, რომ თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაკარგვა არ სურთ? - არამც და არამც!
აი, ის მთავარი 7 მიზეზი, თუ რატომ ამჯობინებენ თანამედროვე კაცები მარტოობას:
მამაკაცს, რომელიც თავდაჯერებული არ არის, პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინია. უმეტესობას ქალებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაც არ ეხერხება. მათ თავის შედარება სხვა მამაკაცებთან უწევთ, რასაც სოციალური ქსელების გავლენა კიდევ უფრო ამზარფრებს. იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცების უმეტესობა ძალიან თვითკრიტიკულია, მათთვის, მარცხის შიში თავზარდამცემია.
უწინ კაცებს ქალის მოსახიბლად ბევრი შრომა არ უწევდათ, რადგან ამ "მისიას" საკუთარ თავზე მშობლები იღებდნენ. დღევანდელ რეალობაში კი ყველაფერი შეიცვალა. დღესდღეობით კაცებს ისიც კი უჭირთ, როგორ გააბან ელემენტარული საუბარი ქალბატონთან, დახვეწილ ფლირტზე კი, ლაპარაკიც ზედმეტია.
ადამის შთამომავლები დღეს ოჯახის შექმნას აღარ ჩქარობენ, რადგან საზოგადოება, რიგ საკითხებში ლომის წილ პასუხისმგებლობას, მაინც მამაკაცს აკისრებს. შეცდომის დაშვების ან რჩეულის თვალში დამცირების შიში, მამაკაცის გონებას პრაქტიკულად პარალიზებულ მდგომარეობაში აყენებს.
თანამედროვე კაცი სიყრმიდან ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვის. ეს მისასალმებელია, მაგრამ ამასთან ერთად, ისინი ზომიერების გრძნობას კარგავენ. ასეთი კაცები მზად არიან უდიდესი დრო, შრომაში გაატარონ, ამიტომ მათ ოჯახის შექმნისთვის აღარ სცალიათ.
რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, თანამედროვე მამაკაცს სრულიად არ სჭირდება ქალი საყოფაცხოვრებო კომფორტისათვის. ამისათვის არსებობს სარეცხი მანქანა, რობოტი-მტვერსასრუტი, სამზარეულოს კომბაინი. ურთიერთობისთვის კი, სოციალური ქსელებიც სავსებით საკმარისია.
ბევრ მამაკაცს არჩევნის გაკეთების დროს, შეცდომის დაშვების პანიკურად ეშინია. თავიანთი მეგობრების ცოლების შემხედვარე, შიში უჩნდებათ, რომ ორიოდე წლის მერე, მეუღლე გასუქდება ან მეორე ღაბაბით "დასაჩუქრდება". იმის გაფიქრებაც, რომ ცოლმა შესაძლოა ყოველ დაშვებულ შეცდომაზე მიუთითოს, მათ ქალებისგან დისტანცირების სურვილს აღუძრავს.
უიღბლო სიყვარულის ამბავი არც თუ ისეთი იშვიათობაა - მტკივნეული გამოცდილება კი, მამაკაცს ახალი ურთიერთობის დაწყებაში ხელს უშლის.
ფაქტი კი ჯიუტია! სტატისტიკურად, რაც მეტ ხანს ატარებს კაცი მარტოობაში, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ოჯახის შექმნაზე იფიქრებს.