logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად ფიგურირებს სიტყვა „პოლიტიკური პატიმარი“!
- +

14 ივნისი. 2016. 18:09



ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა. 


სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი ზურაბ ქადაგიძე. როგორც მან „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის" სურვილის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია.


„საქმე გვაქვს პროცედურულ დარღვევებთან, რომელსაც საერთო არ აქვს ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მერაბიშვილის სასჯელთან.  ყოვლად გაუგებარია ნაციონალების სიხარული, რომელთა აზრითაც, აღნიშნული გადაწყვეტილება გახლავთ უპრეცედენტო, რომელსაც  მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ისინი  მოითხოვენ,   დაუყოვნებლივ მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება.   გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ „ნაციონალები" ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას, რადგან გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი მის უდანაშაულობაზე. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე (1.არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება. 2. არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით- წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, 3. დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით -წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას)

ოთარ კახიძე აცხადებს, რომ : „ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ყოველი საათი არის საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნა, ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრის სტატუსი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა".

 

ეს გახლავთ მორიგი სიცრუის ტირაჟირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ გამოტანილ განცხადებაში არსად არ ფიგურირებს სიტყვა „პოლიტიკური პატიმარი"! დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა სურვილი, რომ მერაბიშვილი „პოლიტიკურ პატიმრად" გამოეცხადებინათ, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე - რეალობა.  რეალობა კი გახლავთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღევანდელი მდგომარეობით არცერთი პოლიტპატიმარი არ იმყოფება („ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებისგან განსხვავებით)", - აცხადებს ქადაგიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner