logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაიხუროს
- +

19 მარტი. 2020. 22:19

 

 

“ვინაიდან გადავდივართ შიდა გავრცელების ეტაპზე, მივიღეთ დამატებითი ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაიხუროს, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა.

 

 

„ეს არის ჩვენი მოქალაქეეების ჯანმრთელობისთვის მიღებული ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გავრცელება შევაფერხოთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ იმისთვის რომ, ჩვენს სამედიცინო სექტორს მივცეთ საშუალება, ეფექტურად და სწრაფ ვადებში ებრძოლონ ვირუსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner