logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: არავინ იცის კორონავირუსის გავრცელების პიკი როდის იქნება
- +

19 მარტი. 2020. 22:22

 

 

“არავინ იცის კორონავირუსის გავრცელების პიკი როდის იქნება. ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება ცნობილი არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

„არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობა პერეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს თებერვალ-მარტში აღწევს და აპრილიდან ის მილევადი ხდება, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღა. ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი და თუ კორონავიურსმა სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნა და ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. შესაძლოა ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში ივლისში და ა.შ.“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner