logo_geo
eng_logo
სამედიცინო ნიღბების მასობრივი ქურდობა - რამდენიმე ქვეყანაში ათასობით პირბადე მოიპარეს
- +

20 მარტი. 2020. 00:50

 

 

სამედიცინო ნიღბების მასობრივი ქურდობა - გერმანიაში, საფრანგეთში და უკრაინაში ათასობით პირბადე მოიპარეს, მაროკოში კი, პირაბდეების  კონტრაბანდის გამო ორი ადამიანი დააკავეს.

 

 

უფრო კონკრეტულად - გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს, რომლებიც ქალაქ კელნის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით,   ნიღბებს სავარაუდოდ ბაზარზე გასაყიდად გაიტანენ.

 

 

დიდი რაოდენობით ნიღბები მოიპარეს საფრანგეთშიც. ქალაქ მარსელის ერთ-ერთი საავადმყოფოდან 2 000 პირბადე წაიღეს.  საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.  როგორც ცნობილია, სამედიცინო ნიღბები განკუთვნილი იყო  საავადმყოფოს პერსონალისთვის და ასევე ადამიანებისთვის, ვისაც ქირურგიული ოპერაციები უტარდებათ.

 

 

რაც შეეხება უკრაინას - კიევში,  დაახლოებით 1 მილიონი გრივნის, 100 ათასი სამედიცინო პირბადე მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, ქურდებმა  ნიღბები იარაღის მუქარით წაიღეს. სამართალდამცველებმა დამნაშავეები უკვე დააკავეს.

 

 

მაროკოში კი,  ათასობით სამედიცინო ნიღბების კონტრაბანდის ფაქტზე ორი ბრიტანელი კაცი დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ქვეყნის გარეთ სამედიცინო ნიღბებს გაყიდვას გეგმავდნენ.

 

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა მედიის ინფორმაციით, სამედიცინო ნიღბების ღირებულება €3 მილიონით შეფასდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner