“ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს და ამჟამად სასტუმრო “ვინოტელი”-ს მფლობელ ბენო ქაშაკაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ტელეწამყვანმა ია ფარულავამ დაწერა სოციალურ ქსელში და განმარტა, რომ ის არ მალავს ამ ვირუსის შესახებ.
ასევე, ცნობილია, რომ ვირუსი მას ერთ-ერთი მეგობრისგან გადაედო. ბენო ქაშაკაშვილი ერთ-ერთია იმ 40 ინფიცირებულს შორის, რომელიც საერთო ჯამშია გამოვლენილი ქვეყნის მასშტაბით.