logo_geo
eng_logo
პრეპარატები, რომელთა მიღებაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებას უწყობდეს ხელს
- +

20 მარტი. 2020. 03:02

 

 

ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი, ნინა ბაკაშვილი სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ გაციების საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი გაზარდოს. ექიმი იმ პრეპარატებს ასახელებს, რომელიც ორგანიზმში ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას, რაც თავის მხრივ ამარტივებს კორონავირუსის შეჭრას ორგანიზმში.

 

 

 

„ვინც გაციებული ხართ, ან სიცხე გაქვთ არ მიიღოთ იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნუროფენი, ან სხვა NSAID-ის პრეპარატები!!!

 

 

 

მე, როგორც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი გირჩევთ ამას. აღნიშნული რეკომენდაცია დაფუძნებულია ბრიტანულ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე და ვირუსოლოგებისა და ნევროლოგების რჩევაზე. ეს პრეპარატები ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას და ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ.

 

 

 

თითქმის ყველა ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც ინტენსიურ თერაპიაში მოხვდა აღმოჩნდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს.

 

 

 

ექიმებს გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გააზიაროთ აღნიშნული მესიჯი”, – წერს ნინა ბაკაშვილი, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე ჟურნალ The Lancet-ში  გამოქვეყნებულ სტატიას აზიარებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner