logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვის გამო ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება
- +

20 მარტი. 2020. 10:36

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამის გამო ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება.

 

„მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. მისი თქმით, ჩინეთის მთავრობამ პირველმა იცოდა ის რისკი, რაც არსებობდა.

 

„ჩინეთის მთავრობამ იცოდა ამ რისკის შესახებ, მათ ეს პირველებმა შეიტყვეს და უძვირფასესი დღეები დაგვაკარგვინეს. ათასობით ადამიანს მისცეს უფლება, რომ უხანი დაეტოვებინათ და ისეთ ადგილებში წასულიყვნენ, მაგალითად, როგორიც იტალიაა, ამიტომაც იტანჯებიან ისინი ასე საშინლად“, - განაცხადა პომპეომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner