logo_geo
eng_logo
მესი: თუ წვერს გავიპარსავ, თანაგუნდელები მომკლავენ
- +

14 ივნისი. 2016. 18:38


 

არგენტინის ეროვნული ნაკრები „კოპა ამერიკაზე" ასპარეზობს და ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება. თავად ფეხბურთელები და მათ შორის გუნდის ლიდერი ლიონელ მესი დარწმუნებულნი არიან საკუთარ წარმატებაში და იმ უიღბლობის დასასრულში, რაც მათ თავს ბოლო წლებში ხდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, სამხრეთამერიკელებს ცრურწმენების სწამთ.

საქმე იმაშია, რომ ლიონელ მესი ტურნირზე წვერმოშვებული ასპარეზობს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როდის აპირებს იმიჯის შეცვლას, მან ამგვარი პასუხი გასცა:


„თუ წვერს გავიპარსავ, თანაგუნდელები მომკლავენ. ეს ჩვენი თილისმაა და ასე შევძლებთ ბოლოდროინდელი წარუმატებლობის დაძლევასა და ტიტულის მოპოვებას", - აღნიშნა „ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების შემტევმა.


„კოპა ამერიკის" ისტორიაში ჩემპიონობა ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ, ურუგვაის აქვს მოპოვებული. თუ არგენტინელები წელს ტიტულს დაეუფლებიან, მათი მაჩვენებლები გათანაბრდება. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა „კოპა ამერიკა" უკანასკნელად 1993 წელს მოიგო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner