logo_geo
eng_logo
კორონავირუსის მსხვერპლით იტალიამ ჩინეთს გაუსწრო
- +

20 მარტი. 2020. 10:16

 

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელის ანჯელო ბორელის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-19-ით 427 პაციენტი გარდაიცვალა. ასე რომ, იტალიაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 3405-ს მიაღწია. მთელ ჩინეთში კი, საიდანაც დაიწყო პანდემია, დაფიქსირებულია 3245 ლეტალური შედეგი.

 

საერთო ჯამში, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 41ათასს გადააჭარბა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ლომბარდიის რეგიონში, სადაც 20 ათასზე მეტი დაავადებულია დაფიქსირებული.

 

ჩინეთში კი მდგომარეობა იმედისმომცემია. ქვეყნის ჯანდაცვის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში კონტინენტურ ჩინეთში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 34 ახალი შემთხვევა კი - ჩინეთში ჩასული უცხოელებია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner