logo_geo
eng_logo
FDA-ს განცხადება: აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შეიქმნა
- +

20 მარტი. 2020. 11:47

 

 

 

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია (FDA) აცხადებს, რომ აშშ-მ ახალი ჩინური კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა, რომელიც მალარიის სამკურნალო მედიკამენტის ბაზაზეა დამზადებული. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია NBC-მ სპეციალურ გამოშვებაში გაავრცელა.

 

პირდაპირი ჩართვისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეპარატის დაჩქარებული ტემპით გამოცდა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რომ ის ნამდვილად უსაფრთხოა. საუბარია მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტზე, რომლის გამოცდა 12 თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, თუმცა, ახლა დაჩქარებულ ვადებში დასრულდება.

 

„FDA დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ არსებული წამალი ჩაეშვას ხმარებაში“, - განაცხადა მან.

 

წინასწარი მონაცემებით, პრეპარატმა მოხალისე ინფიცირებულებზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner