logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

20 მარტი. 2020. 12:40

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ჭ.წ. დამნაშავედ ცნო. 

 

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 აგვისტოს,  ქ.თბილისში, ვარკეთილი 3, I მიკრო/რაიონში, კორპუსის სადარბაზოში, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ჭ.წ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ვ.ვ.-ს დანით თერთმეტი ჭრილობა მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ვ. საავადმყოფოში მიყვანისას  გარდაიცვალა. 

 

სამართალდამცველებმა ჭ.წ. იმავე დღეს დააკავეს. მისი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი - დანა.  ჭ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 238’ მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner