logo_geo
eng_logo
ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა
- +

20 მარტი. 2020. 15:53

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები მიმოიხილეს. ისაუბრეს, საჭიროების შემთხვევაში რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე. ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა, ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულს ინფორმაცია საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა მიაწოდა. ის საჭიროების შემთხვევაში სრულ მზაობას გამოხატავს.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ელექტრო ტექნიკის მაღაზიები და სხვა. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება.

 

სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner