საძიებო სისტემა Google-მა 20 მარტს დუდლი გამოაქვეყნა, რომელიც ხელების სწორად დაბანას ეძღვნება. ინსტრუქცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისად არის მომზადებული.
დუდლში მთავარ როლში უნგრელი ექიმი იგნაც ზემელვეისია, რომელიც ანტისეპტიკის ერთ-ერთ პირველ შემქმნელად მიიჩნევა. სწორედ მან მე-19 საუკუნეში დაამტკიცა, რომ ხელების დეზინფექცია დაავადების გადაცემის შანსს ამცირებს.