logo_geo
eng_logo
მსოფლიო მასშტაბით COVID-19-მა 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
- +

20 მარტი. 2020. 16:30

 

 

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.

 

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 059-ს შეადგენს.

 

ვირუსისგან განიკურნა 88 588 ადამიანი.

 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვირუსზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ.

 

რაც შეეხება საქართველოს, 20 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 43 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner