ესპანეთი გახდა მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, სადაც კორონავირუსმა 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „El Pais“ ავრცელებს.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსს ქვეყანაში 1002 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 19 980-ს შეადგენს, მათგან 1588 უკვე გამოჯანმრთელდა.
მანამდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს ჩინეთში, ირანსა და იტალიაში გადააჭარბა.