logo_geo
eng_logo
ესპანეთი გახდა მეოთხე ქვეყანა, სადაც კორონავირუსმა 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
- +

20 მარტი. 2020. 17:07

 

ესპანეთი გახდა მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა, სადაც კორონავირუსმა 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „El Pais“ ავრცელებს.

 

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსს ქვეყანაში 1002 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 19 980-ს შეადგენს, მათგან 1588 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

მანამდე კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1000-ს ჩინეთში, ირანსა და იტალიაში გადააჭარბა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner