რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 54-ით გაიზარდა და ამ მომენტისთვის 253 ინფიცირებულია. ამის შესახებ ქვეყნის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
54 ახალი შემთხვევა რუსეთის 9 რეგიონში დაფიქსირდა, მათ შორის 33 დაინფიცირება - მოსკოვში. საერთო ჯამში მოსკოვში 131 ინფიცირებულია.