logo_geo
eng_logo
7 წლიანი პატიმრობა, 120 000 ევროს ოდენობის ჯარიმა – როგორ ისჯებიან კარანტინის დამრღვევი პირები?
- +

20 მარტი. 2020. 21:10

 

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის განცხადებით, კარანტინის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში პირს 120 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

 

 

„გადავწყვიტეთ ახალი საგანგებო ზომები მიგვეღო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ვინც ხვალიდან იტალიიდან დაბრუნდება, ვალდებულია მკურნალ ექიმს დაუკავშირდეს. ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა უმეტესობა იტალიაში არის ნამყოფი. ექიმები ვალდებულები არიან, გადაწყვეტილება მიიღონ მათი იზოლაციის შესახებ. კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა სამ მილიონ კრონამდე იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ისრაელში კორონავირუსის სავალდებულო თვითიზოლაციის მიზანმიმართულად დამრღვევთ ემუქრებათ შვიდწლიანი პატიმრობა, ხოლო დაუდევრობით ჩამდენთ – სამწლიანი.

 

 

როგორც გავარკვიეთ, სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა საქართველოშიც ისჯება. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner