logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: პაატას ვურჩიე, ეს არავითარ შემთხვევაში არ ექნა!
- +

14 ივნისი. 2016. 18:47



„პაატა ჩემი მეგობარია... ვიდრე პოლიტიკაში შემოვიდოდა, კონსულტაციისთვის ჩემთან, სახლში იყო ამოსული", - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძეზე საუბრისას ლევან ვასაძემ განაცხადა.


ბიზნესმენის თქმით, მან საოპერო მომღერალს ურჩია, პოლიტიკაში არ წასულიყო.


„პაატა ძალიან მიყვარს და ვურჩიე, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ექნა და პოლიტიკაში არ შემოსულიყო! იმიტომ, რომ მე თვითონ არ მიყვარს პოლიტიკა და ვინც პოლიტიკაში მიდის, ყველა მეცოდება! მეორე - პაატას პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ მაქვს ჩემი აზრი და ვუთხარი კიდეც - პაატა, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ თუ გაირკვა, რომ შენ შეფარულად მხარს  გიჭერს სააკაშვილი, ხალხი ხელს ვეღარ ჩამოგართმევს-მეთქი! ძალიან არ მინდა, დავიჯერო ის, რაც პაატას შესახებ მესმის!

 

მას არაფერი უთქვამს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ძალიან არ მინდა იმის დაჯერება, რასაც პაატას შესახებ ამბობენ, მაგრამ გაოგნებული ვარ იმით, რომ გამოდის და „რუსთავი-2"-ს იცავს", - განცხადა ვასაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner