ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
გზა დიღმის მასივიდან ვაკემდე 20 წუთში დაფარა, სიტყვა არ დაუძრავს არც ძველ და არც ახლანდელ ხელისუფლებაზე.
თქვა, რომ კარგს აგვიანდება, დრო სჭირდება, ცუდი უფრო მალე ხდება. ლაპარაკისას თქვა სიტყვები-დაინთქმება, ბადალი, სანუკვარი, წილხვედრი, სამშობლო, დრო ოქროს წუთებია, რწმენადაკარგული, მოუთვინიერებელი და ერთი ფრაზაც- ცას მაშინ შეხედავენ და პირჯვარს იწერენ, როცა ჭექა-ქუხილიაო...
კაცი ალბათ, სამოცდაათს მიტანებული იქნებოდა ან ცოტა მეტის და არ დაუჩივლია, რომ ორი დიპლომი ქონდა, მაგრამ ტაქსისტობდა...