ხატი, რომელიც ადამიანებს ეპიდემიების დროს შეეწევა. ლუკა მახარობელს ხატი "ადვოკატა" სინას მთაზე, საიდუმლო სერობის დარბაზში დაუწერია.
"მადლი ჩემგან შობილისა, ჩემი მეოხებითა იყოს ამა ხატთან"- უბრძანებია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ლუკა მახარობლის მიერ დაწერილ ხატზე, როცა თავისი წმინდა გამოსახულება უნახავს.
გადმოცემის თანახამად, ლუკა მახარობლის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია სასწაულმოქმედ ხატს "ადვოკატას", რომელიც მხსნელს და მეოხს ნიშნავს, ეს ხატი ეხმარება ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდება. "ადვაოკატას" მრავალგზის უხსნია ხალხი შავი ჭირის ეპიდემიის დროს.