logo_geo
eng_logo
ნიკუშა შენგელაია: სააკაშვილს ჰგონია, ხალხს მისი ნამოქმედარი დაავიწყდა
- +

14 ივნისი. 2016. 18:52



„თუ ამნეზია არ დაგვემართა, ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერია", - ამის შესახებ მხატვარი ნიკუშა შენგელაია აცხადებს.


შენგელაია მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ ავანტიურისტს უწოდებს, რომელიც მისი აზრით, რეალობას აცდენილია.


მისი გამოსვლები იგივეა, ქუჩაში ვიღაცამ საკუთარ თავზე ხმამაღლა რომ ილაპარაკოს. ისევ ტივტივი უნდა, ჰგონია, ხალხს მისი ნამოქმედარი დაავიწყდა. არ მაინტერესებს, რა მოელანდება, რა დაესიზმრება და დილით რას იტყვის - სააკაშვილის ტყუილების მოსმენის დრო არ მაქვს. უკრაინაში კარავში ცხოვრებაც მისი ჩვეულებრივი პოპულისტური ნაბიჯია. სააკაშვილი კი არა, მე ჩვენი მეგობარი, მოძმე უკრაინელების ბედი უფრო მაღელვებს", - ამბობს მხატვარი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner