„თუ ამნეზია არ დაგვემართა, „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერია", - ამის შესახებ მხატვარი ნიკუშა შენგელაია აცხადებს.
შენგელაია მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ ავანტიურისტს უწოდებს, რომელიც მისი აზრით, რეალობას აცდენილია.
„მისი გამოსვლები იგივეა, ქუჩაში ვიღაცამ საკუთარ თავზე ხმამაღლა რომ ილაპარაკოს. ისევ ტივტივი უნდა, ჰგონია, ხალხს მისი ნამოქმედარი დაავიწყდა. არ მაინტერესებს, რა მოელანდება, რა დაესიზმრება და დილით რას იტყვის - სააკაშვილის ტყუილების მოსმენის დრო არ მაქვს. უკრაინაში კარავში ცხოვრებაც მისი ჩვეულებრივი პოპულისტური ნაბიჯია. სააკაშვილი კი არა, მე ჩვენი მეგობარი, მოძმე უკრაინელების ბედი უფრო მაღელვებს", - ამბობს მხატვარი.