საქართველოს მთავრობის ბრძოლა კორონავირუსთან წარმატებულად მიმდინარეობს – ამის შესახებ აქტიურად წერს საერთაშორისო მედია და საქართველოს წარმატების მაგალითად მიიჩნევს.
Eurasianet-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველო შედარებულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, რომლებიც თითქმის უშედეგოდ ებრძვიან კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას.