logo_geo
eng_logo
დავით ბაგრატიონის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

21 მარტი. 2020. 02:44

 

 

დავით ბაგრატიონის დედა, პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა.

 

 

როგორც ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.

 

 

 საქართველოს სამეფო სახლი მხოლოდ გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა გარდაცვალების მიზეზებზე ამ ეტაპზე განცხადება არ ვრცელდება.

 

 

 “საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ , 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის დედა. პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილზე. სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი,“-ნათქვამია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner