-
+
21 მარტი. 2020. 10:56
ისრაელში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 88 წლის მამაკაცი პარასკევს ღამით იერუსალიმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საავადმყოფოს მედპერსონალის განმარტებით, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში ახალი კორონავირუსის 705 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის - საშუალო, დანარჩენებს კი ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნებათ. ქვეყანაში COVID-19-გან 15 ადამიანი განიკურნა.
წყარო :