logo_geo
eng_logo
გია დგებუაძე: მოსამართლეთა წინააღმდეგ კომპრომატები აქტიურად გროვდებოდა
- +

14 ივნისი. 2016. 18:52



კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გია დგებუაძემ, იმავე „მასტერამ" სასამართლო პროცესზე აღიარებითი ჩვენება მისცა.


მისი განცხადებით, 2005 წელს, მაშინ, როდესაც იგი კუდ-ის ანტიკორუფციულ სამმართველოში მუშაობდა, აქტიურად გროვდებოდა კომპრომატები მოსამართლეთა წინააღმდეგ. ერთ-ერთი კი მისი საქმის მოსამართლე ლილი მსხილაძე იყო.


სწორედ იმიტომ, რომ წარსულში არსებული წყენის გამო მის მიმართ ვერ გამოიტანდა ობიექტურ განაჩენს, მან მოსამართლის აცილება მოითხოვა და ერთ-ერთ პროცესზე სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. დგებუაძემ მოსამართლეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდი გაახსენა.


„ვერანაირი კვალი თქვენს საქმიანობაში, რომელიც უკანონობასთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ. რატომღაც ეს ჩაითვალა არა თქვენს დამსახურებად, არამედ ჩემს უნიათობად და თქვენ მაინც გაგათავისუფლეს სამსახურიდან. თქვენს ცნობიერებაში მე უნდა ვიყო ასოცირებული იმ 10 წელიწადთან, რომელიც თქვენ დაკარგეთ, შესაძლოა, უსამართლოდაც", - მიმართა აცილების შუამდგომლობის დაყენებისას „მასტერამ" მოსამართლე მსხილაძეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner