logo_geo
eng_logo
მანანა ნაჭყებია თინა ხიდაშელის თანამდებობიდან გადადგომის მომხრეა
- +

29 თებერვალი. 2016. 15:48


უნდა გადადგეს თუ არა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების საქმის გამოძიების დასრულებამდე - ამ საკითხზე „რეპორტიორს" მანანა ნაჭყებია ესაუბრა. „ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დასავლეთში მიღებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც იწყება გამოძიება რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ, ეს პირი თანამდებობიდან გადადგება ხოლმე. „მიმაჩნია, რომ არჩევნების გაყალბება მძიმე დანაშაულია და ასეთ სიტუაციაში უპრიანი იქნებოდა, ხიდაშელი თანამდებობიდან გადამდგარიყო", - განაცხადა ნაჭყებიამ.


„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მმართველობიდან მოყოლებული სახელისუფლებო პარტია მუდმივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება არჩევნების დროს.


„საგარეჯოს არჩევნებში უფრო ნაკლებად იყო დანაშაულებრივი კვალი, ვიდრე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი. რესპუბლიკური პარტიის და თინა ხიდაშელის (რომელიც მინისტრობამდე პარლამენტის წევრი იყო) ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ მათ არ შეცვალეს ის კანონმდებლობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა შემუშავებული და რომლის საშუალებითაც წინა ხელისუფლება მუდმივად ახერხებდა, მოეპოვებინა ხმების უმრავლეოსობა, ანუ ყოფილიყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში. აი, ეს არის მთავარი, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და ხელისუფლება დანარჩენ პარტიებთან შედარებით პროვილეგირებულ მდგომარეობაში არ იყოს.

 

რაც შეეხება გამოძიებას, კარგი იქნება, თუ პროკურატურა ობიექტურად გამოიძიებს ამ ყველაფერს, რომ ერთხელ და სამუდამოდ თემას წერტილი დაესვას. საარჩევნო კომისიის რიგითი წევრი იქნება თუ თავდაცვის მინისტრი, აუცილებლად უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ნაჭყებიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner