logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: სააკაშვილი ავადმყოფია!
- +

14 ივნისი. 2016. 18:53



„ჩემდა სამწუხაროდ, სააკაშვილი ჩემი თაობის კაცია და ძალიან კარგად ვიცნობ!" - ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს.


გთავაზობთ ამონარიდს საგაზეთო ინტერვიუდან, სადაც ბიზნესმენი ყოფილ პრეზიდენტზე საუბრობს:


„სააკაშვილი ძალიან მყიფე და არასრული ფსიქიკის მქონე ადამიანია ბევრი კომპლექსით... სააკაშვილისთვის დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ძალაუფლება, რადგან ასეთ განსაცდელს ბევრად უფრო ძლიერი ფსიქიკის მქონე ადამიანებიც ვერ უძლებენ. სააკაშვილის სამედიცინო პრობლემები და მისი ფსიქიკური აშლილობა სრულიად ჰიპერტროფირებული გახდა მას შემდეგ, რაც ძალაუფლება მიიღო. სააკაშვილი ავადმყოფია და მე მას, როგორც ჯანმრთელ ადამიანს, არც ვუყურებ! ადეკვატურ კოორდინატთა სისტემაში სააკაშვილის ქმედებებს ვერ განვიხილავ. სხვა საკითხია, რომ ის ნამდვილი კრიმინალია...

 

მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი არის გამოუსწორებელი კრიმინალი, რომელმაც ქვეყანას ნამდვილი კატასტროფა მოუტანა. სააკაშვილისთვის ერთადერთი გამოსავალი განსასჯელის სკამი და ერის წინაშე პასუხისგებაა!" - ამბობს ვასაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner