მსოფლიო კინოლეგენდა სოფი ლორენი საქართველოში დღეს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. იტალიელი კინოვარსკვლავი გამთენიისას ჩამოფრინდა.
ახალი პროექტის „სიყვარულისთვის" ავტორები მომღერალი ნინო სურგულაძე და სოფი ლორენის ვაჟი - კარლო პონტია. სპექტაკლში მთავარ პარტიებს ნინო სურგულაძე და ნინო ანანიაშვილი შეასრულებენ. წარმოდგენა მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა მარკო განდინმა დადგა. სპექტაკლს კარლო პონტი უდირიჟორებს.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ვარ! მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით. პირველ რიგში გამოძინებას ვაპირებ. შევხვდებით მოგვიანებით", - განაცხადა სოფი ლორენმა.
ნინო სურგულაძის თქმით, ის საოცარი ქალბატონია. მსოფლიო პრესა წერს იმაზე, რომ სოფი ლორენი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოფრინდა.