logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ჩვენი შერწყმა ბუნებრივად მოხდა
- +

14 ივნისი. 2016. 20:18



„ჩვენი შერწყმა ბუნებრივად მოხდა", - ამის შესახებ თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრი სანდრო ბრეგაძე პარტიის ლიდერზე საუბრისას აცხადებს.


ბრეგაძის თქმით, მეჭიაურს ის 1999 წლის პარლამენტიდან იცნობს და მას შემდეგ მეგობრობს.


„ეროვნულ საკითხებზე მაშინაც ერთნაირი ხედვები და იდეები გვქონდა. „ოცნების" საარჩევნო კამპანიის დროსაც, აქციებზე, მიტინგებსა და შეხვედრებზეც ერთად ვიყავით. მასთან კავშირი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნისასაც მქონდა. ჩემი და თამაზის პოზიციები სწორედ იმ საკითხში ემთხვევა, რის გამოც მთავრობიდან წამოვედი. მას მერე კი, რაც თამაზმა დამოუკიდებელი მოღვაწეობა დაიწყო, ჩვენი შერწყმაც ბუნებრივად მოხდა", - განაცხადა ბრეგაძემ.


 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner