logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: პირდაპირი ეთერი არ გავაკეთეთ რათა ბეჭდური მედია არ დარჩენილიყო ტვ-ს ჩრდილში...
- +

14 ივნისი. 2016. 21:12


„ქართუ ჯგუფის" პრეს­სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური ბიძინა ივანიშვილისა და ბეჭდური მედიის წარმოამდგენლების შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.


უძილაურის განცხადებით, პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერი შეგნებულად არ გავრცელდა, რათა ტელეკომპანიებს ინფომაციის გავრცელება არ დაესწროთ.

 

„საოცარი მედია გვყავს...  პირდაპირი ეთერი არ გავაკეთეთ რათა ბეჭდურ მედიას და ინტერნეტ გამოცემებს ქონოდათ საშუალება პირველებს მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ექსკლუზიური ინფორმაციები და არ დარჩენილიყვნენ ტვ- ჩრდილში.

 

პრესკონფერენციის ჩანაწერი გავაკეთეთ და ვფიქრობთ ამის გაშვებას მოგვიანებით, მაგრამ მე ის მაკვირცებს რომ სააგენტოები თავად ითხოვენ ვიდეოჩანაწერი გავრცელდესო. 2 ვარიანტია, ან ბეჭდური მედია და სააგენტოები გადაეჩვია ნიუსების კეთებას ტელევიზიის გარეშე, ან უბრალოდ სურვილია ტელეეთერში გამოჩენის.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრესკონფერენცია ეთერში არ გადაიცა სწორედ ბეჭდური და ინტერნეტ მედიისთვის რათა მათ შეძლებოდათ საკუთარი ნიუსების გაშვება, თორემ პრესკონფერენცია იმდენად საინტერესო იყო, მოხარული ვიქნებოდით კვლავ პირდაპირი ეთერი ყოფილიყო.

 

სხვათაშორის, შევამჩნიე რომ ბევრი ჟურნალისტი კითხვას სვამდა მაგრამ პასუხებს არ იწერდა. ეტყობა იმის იმედით რომ მერე გადაახვევდა ვიდეოს და ისე გააკეთებდა ნიუსს."- წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner