logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: სააკაშვილ- მერაბიშვილ-ადეიშვილ-ახალაიების დანაშაულებრივი რეჟიმი!
- +

14 ივნისი. 2016. 21:12


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს:


„ნაციონალური მოძრაობა" როგორც ჩანს, ისევ ივანე მერაბიშვილით ცდილობს არჩევნებზე წასვლას, წესით უნდა ემიჯნებოდნენ და ბოდიშსაც იხდიდნენ მის გამო, არათუ გათავისუფლებას ითხოვდნენ!!!

 

 აი, ეს არის მათი რეალური სახე, არაფერი შეცვლილა, ვინმეს კიდევ ჯერავს პარტიის ავანგარდში დაყენებული "უდანაშაულო" სახეების?! მათი თავიც, შუაც, ბოლოც ერთია და ერთი სახელი აქვს-სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილ-ახალაიების დანაშაულებრივი რეჟიმი! ციხეში შეუტანეთ სულ მცირე, ის თოთხმეტი ათასი საჩივარი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რომ განიხილა ამ ოთხ წელიწადში, დასკვნაც გააცანით წამების მეთოდების აღწერილობით, იქნებ როგორმე გაიაზროს რა ჯოჯოხეთი შექმნეს ამ პატარა ქვეყნისგან და შემდეგ იქნებ თავშესაქცევ, მსუბუქ ნოველადაც კი მოეჩვენოს ევროსასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება."- წერს კობახიძე.




სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა პრესრელიზი, რომლის სათაურშიც სიტყვა-სიტყვით წერია, რომ წინასწარი პატიმრობა იყო სრულიად კანონიერი და დასაბუთებული.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.



არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი -წინასწარი პატიმრობის კანონიერება.


არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი - წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner