“ქართული ეკონომიკა არ ჩერდება და თუ რაიმე გადაუდებელი აუცილებლობა ვერ დავინახეთ, საქმიანობას გავაგრძელებთ,” - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქმიანობის გასაგრძელებლად ერთადერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ყველა კომპანიამ დაიცვას თანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც ექიმები და ეპიდემიოლოგები მოითხოვენ - იქნება ეს თერმოსკრინინგი თუ პერიოდული დეზინფექცია. მინისტრის განცხადებით, ამის კონტროლი მოხდება.
„ასე რომ, წარმოება, მშენებლობა და ეკონომიკური სახის სხვა საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.