პუბლიცისტი პაატა ქურდაძე სტასბურგის სასამართლოს მიერ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება და მის მიერ მომზადებულ ფოტო- მონტაჟს ავრცელებს.
„სად იყო სტრასბურგის სასამართლო, მე რომ ვანო იულიას შევადარე სამი წლის წინ ? მაინცა და მაინც უცხოელებმა უნდა გიკარნახონ რომ დაიჯეროთ? მით უმეტეს დარწმუნებული ვარ ჩემი ამსტატუსის შემდეგ დაფიქრდნენ ამაზე."- წერს ქურდაძე.
სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა პრესრელიზი, რომლის სათაურშიც სიტყვა-სიტყვით წერია, რომ წინასწარი პატიმრობა იყო სრულიად კანონიერი და დასაბუთებული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.
არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი -წინასწარი პატიმრობის კანონიერება.
არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.
დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.
დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი - წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში.