logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში სოფლის კრებები 2 მარტიდან დაიწყება
- +

29 თებერვალი. 2016. 15:54


ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას ადგილობრივი მოსახლეობა განსაზღვრავს.


ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფრასტრუქტურული დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამების სამმართველოს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.


სოფლის მხარდამჭერი პროგრამით, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქედან ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 1 404 547 ათასი ლარი გამოეყო. შარშანდელთან შედარებით მუნიციპალიტეტს დაფინანსება 62 000 ლარით გაეზარდა.


განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა სოფლის კრებებზე განისაზღვრება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა კრება არ ჩაითვლება შემდგარად თუ მას ამომრჩეველთა 20 %-ზე ნაკლები დაესწრება.


სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში პროექტები, რომლებიც არ წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას (გაზიფიცირება, ელექტრომომარაგება და საჯარო სკოლები) არ დაფინანსდება.


შეზღუდვა ვრცელდება იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციაზე, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტის ბაზაზე.


სოფლის კრებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში 2 მარტიდან დაიწყება.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner