მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენცო სანსი 76 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ინფორმაციას „El País“ ავრცელებს.
სანსი საავადმყოფოში 17 მარტს მოხვდა კორონავირუსის სიმპტომებით. აღნიშნავდნენ, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო.
ლორენცო სანსი „რეალის“ პრეზიდენტი 1995-2000 წლებში იყო.