logo_geo
eng_logo
პორტუგალია ისლანდიის დაჩოქებას გეგმავს (პრევიუ)
- +

14 ივნისი. 2016. 21:57


 

ევრო 2016-ის F ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიის ნაკრები ისლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჯგუფის პირველ მატჩში უნგრეთმა ბევრისთვის მოულოდნელად, ავსტრიაზე გამარჯვება (2:0) და 3 ქულის მოპოვება შეძლო.

პორტუგალიელები სრულ საბრძოლო განწყობაზე არიან და გასაკვირი არაა, რომ აღნიშნულ შეხვედრაშიც ფავორიტებად მოიაზრებიან. რონალდუ სათამაშო ფორმის პიკში იმყოფება და შეიძლება ითქვას, ასეთი რეალური შანსი მას ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად არ მიეცემა. ასე რომ, „რეალის" ვარსკვლავი ძალიან დიდ იმედებს ამყარებს მიმდინარე ტურნირზე. რონალდუს გარდა, პორტუგალიის ნაკრებს სხვა დამრტყმელი ძალებიც ჰყავთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩში კუარეჟმა ვერ ითამაშებს.

მიუხედავად პორტუგალიის ფავორიტობისა, არ უნდა ჩამოვწეროთ ისლანდიის ნაკრები, რომელიც შემთხვევით ნამდვილად არ მოხვედრილა ევრო 2016-ზე. ისლანდია საკმაოდ გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და ამან შესაძლოა დიდი პრობლემები შეუქმნას პორტუგალიას.

პორტუგალიის ნაკრები სავარაუდოდ, 4-4-2 ტაქტიკით ითამაშებს და რონალდუსა და ნანის ტანდემს ანდობს მეტოქის კარის აღებას. ისლანდიელები 4-1-3-2 სათამაშო სქემით საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვასა და საჭიროების შემთხვევაში დიდი ძალებით შეტევაში ასვლას გეგმავენ.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელ მატჩში:

 

პორტუგალია (4-4-2): პატრისიუ - გერერო, პეპე, ალვეში, ვიეირინია - ადრიანი, მოუტინიო, დანილო პერეირა, მარიუ - რონალდუ, ნანი;


ისლანდია (4-1-3-2): ჰალდოურსონი - სკულასონი, არნასონი, სიგურდსონი, სევარსონი - გუნარსონი - ბიარნასონი, გუდმუნდსონი, სიგურდსონი - სიგტორსონი, ფინბოგასონი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner