logo_geo
eng_logo
უნგრეთმა ავსტრიაზე გამარჯვებით უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა
- +

14 ივნისი. 2016. 21:57



ევრო 2016-ის F ჯგუფის პირველ მატჩში ავსტრიის ნაკრები უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა ხისტი, ორმხრივი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის წინ საფეხბურთო ექსპერტებისა და გულშემატკივრების უმრავლესობა ფავორიტად ავსტრიას მიიჩნევდა, უნგრელებმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს, მეტოქე 2:0 დაჯაბნეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

 

 

პირველმა ტაიმმა მეტ-ნაკლებად თანაბარი ორთაბრძოლებით განვლო. ორივე გუნდს ჰქონდა კარის აღების შანსი, თუმცა გულშემატკივრებმა გოლები მხოლოდ მეორე ტაიმში იხილეს, ისიც მხოლოდ ერთ კარში.

 

 

63-ე წუთზე ადამ ჟალაიმ შეძლო ავსტრიელთა დამწუხრება, რასაც 3 წუთში ალექსანდერ დრაგოვიჩის გაძევება მოჰყვა. 10-კაციანმა ავსტრიამ შეტევაში დიდი ძალებით გადასვლა გადაწყვიტა, რის გამოც 87-ე წუთზე საკუთარ კართან კონტრ-შეტევა მიიღო, რომლის დროსაც ზოლტან სტიებერმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

 

 

უნგრეთმა ამ გამარჯვებით უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. ახლა ისღა დაგვრჩენია, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ და პორტუგალია-ისლანდიის დაპირისპირებით დავტკბეთ.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner