logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: სირცხვილი თქვენ “კოლეგებო” .
- +

22 მარტი. 2020. 19:52

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მედია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს:

 

 

„უბრალოდ მაგარი სირცხვილი და უნამუსობაა, ამ რთულ სიტუაციაში, მაშინ როცა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაშია და პოლიცია რომელიც, მართლა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ამ დროს, ბაჩუკია ქარდავას საიტი, მუდამ რომ სიცრუესა და სიძულვილის შემცველ ნიუსებს ავრცელებს, თუმცა რა მიკვირს, ქვეყნის დაქცევაზე მეოცნებე ნაცების მონა და მორჩილი ქარდავას დუქანი, აბა სხვა უკეთესს, რას მოიფიქრებდა?...

 

 

ამით, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ქართველთ მოძულე ნაცების რუპორები არიან. მართლა მაგარი სირცხვილია, როცა თვით დეზინფორმაციის გავრცელების ლიდერი “მთავარი არხიც” კი რომ გაჯობებს და სიმართლეს გაავრცელებს და შენ რომ საიტი ხარ, არც გაქვს იმის შეგრძნება, რომ თუ შეგეშალა, გაასწორო შეცდომა, მაგრამ გამიზნულად როცა ავრცელებ დეზინფორმაციას, ცხადია ეს გაგიჭირდება, ხოდა, სირცხვილი თქვენ “კოლეგებო” ..

 

დღეს ჩემი და ქვეყნის გმირები, პოლიციელები და ექიმები არიან, ეს რომ ასეა, მე პირადად, მართლა მეამაყება და ვისაც სხვა აზრი გაქვთ, უბრალოდ რეალობის აღქმის პრობლემა გაქვთ და თავს მიხედეთ, იღონდ მართლა..“ - წერს დარეჯან ლიპარტელიანი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner