მარნეულში შუა ხნის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში მოათავსეს. სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება მის მიერ საზღვრის კვეთას, თუმცა მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება. საკარანტინე ზონებში ქვეყნის მასშტაბით 2 956 ადამიანი იმყოფება, ხოლო კლინიკებში ექიმები 291 პაციენტს აკვირდებიან.