ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრეპარატ "პლაკველინის" გამოყენება არ შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით, ექიმის დანიშნულების გარეშე.
"უკვე გაჩნდა ცნობები, რომ მოსახლეობა იმარაგებს "პლაკვენილს" და აფთიაქები დაიცალა ამ მედიკამენტისგან. კატეგორიულად მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ ეს არ გააკეთონ, რადგან ისინი ამ მედიკამენტს ვერაფერში გამოიყენებენ. პროფილაქტიკისთვის მათ "პლაკვენილი" არ გამოადგებათ, ხოლო თუ ღმერთმა დაიფარა და რომელიმე მათგანი ავად გახდება, დამოუკიდებლად მაინც ვერ მიიღებს ამ მედიკამენტს.
"პლაკვენილის" მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე, მაინც უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და როდესაც მიმართავენ, საჭიროების შემთხვევაში ამ მედიკამენტს მათ იქ მისცემენ, თანაც უფასოდ. კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ეს მედიკამენტი არ გამოიყენონ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ, ამიტომ მისი შეძენა საჭირო არ არის და მით უმეტეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე“, – განაცხადა "იმედის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.